07:28 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 11:14:36, 12125 ნახვა

ომი უკრაინაში
პრემიერი - კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა, რომელთა ინფიცირების წყაროც უცნობია, ფაქტობრივად 4 ახალი კლასტერია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა, რომელთა ინფიცირების წყაროც უცნობია, ფაქტობრივად 4 ახალი კლასტერია.

როგორც მან აღნიშნა, ინფიცირების 4 უცნობი შემთხვევიდან 3 თბილისშია.

„გვაქვს ინფიცირების 6 ახალი შემთხვე. ეს ერთი შეხედვით არა არის ბევრი, მაგრამ უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მათგან 4-ის წარმომავლობა, დღეის მდგომარეობით, არ არის ცნობილი. ამ 4 შემთხვევიდან, რომლის წყაროც უცნობია, სამი გახლავთ თბილისში.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავხსენით ეკონომიკა, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც აძლევს ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას, რომ ნაკლები შეზღუდვებით ვიცხოვროთ ყოველდღიურად, გავაგრძელოთ ჩვენი ყოველდღიური, ჩვეული ეკონომიკური საქმიანობა, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს და არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია და ეს ძალიან კარგი მაგალითია იმის, რაც შეიძლება მოხდეს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 4 შემთხვევა, რომლის წყაროც უცნობია არის დიდი რისკის შემცველი. ეს ფაქტობრივად არის 4 ახალი კლასტერი, რომლებზეც ჩვენ არანაირი წარმოდგენა არ გვაქვს საიდან, როდის და სად მოხდა ინფიცირება, რაც, რა თქმა უნდა, საგანგაშოა.

გარდა ამისა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ცვენ არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები და უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები და გონიერები, რომ ის მიღწევა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია არ დავკარგოთ. ამის ბევრი მაგალითია დღეს მსოფლიოშიუ, თუ როგორ ხდება მეორედ ეპიდაფეთქება სხვადასხვა ქვეყნებში. ამიტომ, მინდა თითოეულ უწყებას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო უკიდურესი გონიერებისა და სიფრთხილისკენ“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics