21:55 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-08 13:26:24, 16582 ნახვა

ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე - ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების მცირე რაოდენობა დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მცირე რაოდენობა დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

როგორც იმნაძე აღნიშნავს, საზოგადოება ისევ იყვნენ ფრთხილად უნდა იყოს და დაიცვას ყველა რეკომენდაცია.

„მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებულები იმისათვის, რომ ყველანაირი რისკების სამართავად ვიყოთ მზად. რა თქმა უნდა, ის, რომ ბოლო დღეებში მხოლოდ თითო-ოროლა შემთხვევა ვლინდება, ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან კორონა, სამწუხაროდ, არსად არ გამქრალა, ისევ ჩვენს გვერდით არის. ვხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, ამიტომ უნდა ვიყოთ ყველანი ისევ და ისევ ფრთხილად, განსაკუთრებით, ეს ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ წესების დაცვას, რომელიც არის აუცილებელი, პირველ რიგში ეს ეხება ნიღბების ტარებას და მაქსიმალურად ფიზიკური დისტანცირების დაცვას“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics