|
2020-06-02 10:43:16, 11070 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 58 პაციენტი მკურნალობს - კლინიკაში პრობლემური პაციენტი არ ჰყავთ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით 58 პაციენტი მკურნალობს. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტი არ ჰყავთ. „ჩვენს ცენტრში გუშინ შემოვიდა სამი დადასტურებული შემთხვევა და ერთი შესაძლო, მაგრამ ეს ერთი ოჯახია. დიდი ალბათობით, ესეც დადასტურებული იქნება. ჩავთვალოთ, რომ 4 დადასტურებული შემთხვევაა. ეს 4 შემთხვევა არის საბურთალოს წყაროსთან კონტაქტში მყოფი პირები. ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 58 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული მხოლოდ 1 გვყავდა გუშინ. ჩვენს სამ მძიმე პაციენტთან მიღებული რადიოლოგიური შედეგებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება. აქედან გამომდინარე, ეს პაციენტები ამოღებული არიან როგორც მძიმე პაციენტები. დღეს 58 პაციენტს შორის პრობლემური, მძიმე ავადმყოფი არ გვყავს. არიან პაციენტები, რომელთა მდგომარება პნევმონიის გამო მაინც შეიძლება ითქვას რომ მძიმეა, თუმცა პროგნოზი კეთილსაიმედოა. არასრულწლოვანი კიდევ ერთი მივიღეთ და სულ ორი გვყავს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)