2020-06-02 10:42:14, 7371 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, COVID-19-ით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდანაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, COVID-19-ით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდანაა.
მისი თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა მკურნალობაზე მყოფ პაციენტთა რაოდენობას სამჯერ აღემატება.
„გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ უკვე 80%-ს მიაღწია. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 150 პაციენტი მკურნალობს. ეს 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა არის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,