2020-05-31 10:46:25, 11766 ნახვა
ომი უკრაინაში
კოვიდ19-ით ინფიცირებული 26 ახალი შემთხვევიდან, 18 პირი მუშევანიდანაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განაცხადებით 26 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 18 პირი მუშევანიდანაა.
ოთხი ახალი ინფიცირებული საკარანტინე სივრციდან, ხოლო დანარჩენი ოთხი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.
"26 ახალი შემთხვევიდან 18 არის ბოლნისის რაიონის სოფელი მუშევანიდან. დანარჩენი 8 შემთხვევიდან 4 არის საკარანტინე სივრციდან და 4 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან