2020-05-29 10:40:52, 14653 ნახვა
ომი უკრაინაში
ეზუგბაია - კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან, 6 საკარანტინე სივრციდან, ხოლო 2 ბოლნისიდანაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 6 საკარანტინე სივრციდან, ხოლო 2 ბოლნისიდანაა.
როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე დღეს კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა.
"ამ დროისთვის კოვიდ ცენტრებში 158 პაციენტი მკურნალობს. 8 დადასტურებული შემთხვევიდან, 6 საკარანტინე სივრციდანაა, 2 კი ბოლნისიდან", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,