22:35 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-26 18:52:07, 4363 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ქართველ მშვიდობისმყოფელებს მართვის ცენტრიდან მიულოცა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამხედრო მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს.

თავდაცვის უწყების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ სამხედროებს სამსახურებრივი მოვალეობის პროფესიონალურად და ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. მან ქართველ მშვიდობისმყოფელებს სულიერი სიმტკიცე, მისიის წარმატებით დასრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. ქაბულიდან ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) მეთაური ოსტინ სკოტ მილერი ჩაერთო და მისიის სახელით თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამერიკელმა გენერალმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს მისიის მაღალ დონეზე შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და ავღანეთის მისიაში საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

თავდაცვის მინისტრმა სკოტ მილერს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისთვის ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ მსახური საამაყოა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics