12:08 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 10:46:38, 11199 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 1 ბოლნისს, ხოლო დანარჩენი საკარანტინე სივრცეს უკავშირდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი პაციენტიდან, 1-ის წყარო ბოლნისია, დანარჩენი კი საკარანტინე სივრციდანაა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ 11 ახალი შემთხვევა მიიღეს და ამჟამად, ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 36 პაციენტია.

„ამ ეტაპზე, კოვიდსტსციონარებში მკურნალობს 224 პაციენტი. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კვლავ აჭარბებს სტაციონარში მკურნალ პაციენტებს, 249 შემთხვევით.

ახალი 8 დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი არის ბოლნისის წყარო დანარჩენი არიან საკარანტინო სივრცეებიდან.

გუშინ ჩვენთან შემოვიდა 11 დადასტურებული შემთხვევა, წინა დღეების დადასტურებული შემთხვევების გადმოყვანა მოხდა ჩვენთან და აქედან, 8 შემთხვევა ბოლნისის რაიონი და სოფელი მუშევანია. დანარჩენი 3 შემთხვევა საკარანტინო სივრციდან არის გადმოყვანილი. ამ ეტაპზე, გვყავს 36 დადასტურებული შემთხვევა ჩვენ კლინიკაში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics