|
2020-05-20 20:29:49, 15432 ნახვა
ომი უკრაინაში
გამყრელიძე - კორონავირუსზე სტომატოლოგების და ფარმაცევტების ტესტირებაც იგეგმება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე სტომატოლოგებისა და ფარმაცევტების ტესტირებაც იგეგმება. მისი თქმით, სტომატოლოგები გადამზადდებიან, რათა ტესტის ნიმუშის აღება თავად მოახერხონ. „დღეს ტესტირება მიმდინარეობს ცხელების და კოვიდის ბენეფიციარების, საკარანტინო სივრცეების, სხვა სტაციონარების, ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის, ემერჯენსის თანამშრომლების, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების, სხვა სტაციონარების პაციენტების, ვისაც ცხელება აქვს ან აქვს პნევმონია, „ცხელების კლინიკის“ თანამშრომლების, სასწრაფოს თანამშრომლების, თვითიზოლაციაში მყოფების, თავშესაფრების ბენეფიციარების - მოხუცთა სახლების და მათი პერსონალის. ასევე, საკარანტინო სივრცეების პერსონალის და საკარანტინო სივრციდან, ვინც გამოდის მე-13, მე-14 დღეს, მათ ვტესტავთ და ამან დიდი შედეგი მოგვცა. დღესაც რამდენიმე შემთხვევა სწორედ საკარანტინო სივრცეში დადასტურდა, საბაჟო და სასაზღვრო გამშვები პუნქტების თანამშრომლების, ასევე ჩვენი ცენტრის და ზოგადად, ეპიდემიოლოგიური სამსახურის თანამშრომლების, ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევების და ასევე, ჩვენი PCR ლაბორატორიის თანამშრომლების. ამავე დროს, ალბათ 2-3 დღეში დაიწყება ტრაილერების მძღოლების ტესტირება. ამის შემდეგ ჩვენ საუბარი გვაქვს და ვემზადებით სტომატოლოგების ტესტირებისთვის. დაიწყება მათი გადამზადება, რომ ნიმუშები თვითონ აიღონ. ასევე, ფარმაცევტების. ეს გვაქვს გეგმაში, რადგან მათ საკმაოდ მჭიდრო შეხება აქვთ ადამიანებთან.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)