|
2020-05-19 21:43:09, 15698 ნახვა
ომი უკრაინაში
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ნიღაბი აუცილებელი იქნება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მოსახლეობა ვირუსთან თანაცხოვრების წესებს დაიცავს, ზაფხულსა და შემოდგომაზე გართულებებს თავიდან ავიცილებთ. „სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოების აზრია ასეთია, რომ როდესაც მომავალი წლის რესპირატორული სეზონი დაიწყება, ანუ როცა აცივდება, მოსალოდნელია, რომ ეს ვირუსი ისევ გააქტიურდეს. თუ ამ დროისთვის რამე ეფექტური სამკურნალო საშუალება არ გვექნება, მაშინ ჩვენ კიდევ და კიდევ რეკომენდაციის მაქსიმალურად დაცვა მოგვიწევს“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ. მისივე თქმით, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება, მგზავრისთვის ნიღბის ტარება აუცილებელი იქნება. „საზოგადოებრივ ტრანსპორტში ძირითადი მოთხოვნა იქნება ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, რაც სულაც არაა ადვილი, ამიტომ მიდის მუშაობა, თუ რა გზით შეიძლება მოვახერხოთ პრობლემის გადაჭრა“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ. საქართველოში კორონავირუსი 702 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 456 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)