|
2020-05-15 11:56:50, 16236 ნახვა
ომი უკრაინაში
რატიანი - რეანიმაციაში მყოფი ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ მართვადია
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციაში მყოფი ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ მართვადია. მისი თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. „ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 47 პაციენტი. აქედან კოვიდ ინფიცირებული გვყავს 38 შემთხვევა. რაც შეეხება დღეს კლინიკიდან ეწერება ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კოვიდ ვირუსის გარეშე. ველოდებით პასუხს და ალბათ, დღის მეორე ნახევარში დაემატება 4 გამოჯანმრთელებული შემთხვევა. მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 6-7 დღეა ახალი შემთხვევა არ მიგვიღია. რეანიმაციაში რჩება ორი პაციენტი. ერთის მდგომარეობა არის სტაბილური შეფასდება მისი სომატური მდგომარეობა დღეს რამდენიმე ექიმის მიერ და სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში ეს ქალბატონი დატოვეს კლინიკას და სახლში შინ მოვლის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. ერთი პაციენტის, რომელიც რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ ამ ეტაპზე მართვადია“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)