|
2020-05-13 11:10:44, 5259 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 6 მოზარდი გამოჯანმრთელდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 6 მოზარდი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, გამოჯანმრთელებულებმა უკვე დატოვეს კლინიკა. „ჩვენთან ამ ეტაპზე მკურნალობს 34 პაციენტი. აქედან 33 არის დადასტურებული და ერთი არის შესაძლო შემთხვევა, რომელსაც გამოკვლევას ვუტარებთ და ვნახოთ. რვა ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ჩვენთან ორი შემთხვევა შემოიყვანეს. ორივე შემთხვევა არის საკარანტინე სივრციდან. გამოჯანმრთელდა და გაეწერა გუშინ 6 პაციენტი, ანუ 97 პაციენტია ჩვენთან გამოჯანმრთელებული. ექვსივე არის მოზარდი და მათ დატოვეს კლინიკა დამაკმაყოფილებელ მდგომაროებაში“, - განაცხადა ეზუგბაიამ. მანვე ისაუბრა კრიტიკულ პაციენტზე და აღნიშნა, რომ სამი დღეა რაც მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერ რაიმეს პროგნოზირება ნაადრევია. „ჩვენი კრიტიკული პაციენტი, რომლის მდგომარეობა დასტაბილურებულია უკვე მესამე დღეა, თუმცა ჯერჯერობით მისი მდგომარეობის პროგნოზირება შეუძლებელია. ერთი -ორი დღეც თუ მისი მდგომარეობა ასეთი სტაბილური იქნება, შეიძლება ვილაპარაკოთ მის გამოჯანმრთელებასა და კარგ პროგნოზზე, თუმცა ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ორი-სამი დღე გვინდა კიდევ რომ დავაკვირდეთ“, - აღნიშნა ეზუგბაიამ. ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და ახლა ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტებს მიეკუთვნებიან. „სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და მძიმეთა სიიდან ამოღებულია და ამ ეტაპზე როგორც საშუალო სიმძიმის პაციენტები, ისე მოიაზრებიან. ამ ეტაპზე ჩვენთან ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები მკურნალობენ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)