03:58 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 10:59:46, 5489 ნახვა

ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით 2 ახალი პაციენტია მოთავსებული, 5 გამოჯანმრთელებული კი კლინიკიდან გაეწერა

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში თეთრიწყაროდან და ბოლნისიდან ორი ახალი პაციენტია მოთავსებული.

მისი თქმით, საავადმყოფოდან 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა, მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვია.

„დილის მდგომარეობით, ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 63 პაციენტი. აქედან Covid-19-ით დადასტურებული არის 54 პაციენტი. გუშინ დაგვემატა ორი ახალი შემთხვევა, ორივე არის ცნობილი კლასტერებიდან. ერთი არის თეთრიწყაროს ექთანი, მეორე ბოლნისიდანაა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში 18 წლამდე მოზარდი არის 9. გვყავს 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი, აქედან ერთი არის 6 წლის მოზარდი. გვაქვს 6 საყურადღებო შემთხვევა. მძიმე პაციენტი არ გვყავს.

რაც შეეხება იმ პაციენტს, რომელიც მკურნალობდა სხვა კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით და გაწერიდან რამდენიმე დღეში PCR ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და გამოხატულია ორმხრივი პნევმონია კომპიუტერულ ტომოგრაფიურ სურათზე, მიმდინარეობს მკურნალობა“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics