2020-05-04 15:46:59, 20059 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 585 051-მდე გაიზარდა
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 585 051-მდე გაიზარდა, რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, მან 248 655-ს მიაღწია.
ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 248 655 ადამიანი.
აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 188 826-ს შეადგენს, ესპანეთში - 247 122, იტალიაში - 210 717, ინგლისში - 186 599, საფრანგეთში - 168 693, გერმანიაში - 165 664, რუსეთში - 145 268, თურქეთში - 126 045, ირანში - 98 647, ბრაზილიაში - 101 826, ჩინეთში - 82 880 და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე კორონავირუსი მსოფლიოს 212 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან