2020-05-04 11:53:32, 2774 ნახვა
ომი უკრაინაში
რატიანი - რეანიმაციული განყოფილებიდან თერაპიულ განყოფილებაში გადმოვიყვანეთ ქალბატონი, რომელიც ყველაზე მძიმე იყო
რეანიმაციული განყოფილებიდან თერაპიულ განყოფილებაში გადმოვიყვანეთ ქალბატონი, რომელიც ყველაზე მძიმე იყო, - ამის შესახებ პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ქალბატონი რამდენიმე დღეში დატოვებს კლინიკას.
„რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 6 პაციენტი. გუშინ გამდოვიყვანეთ თერაპიულ განყოფილებაში ქალბატონი, რომელიც ყველაზე მძიმე იყო, შაქრიანი დიაბეტით. ამ ეტაპზე ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია და რამდენიმე დღეში დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან