2020-05-03 11:01:05, 18598 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 589-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 589-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ვრცელდება.
მათი ინფორმაციით, კარანტინში ამ ეტაპზე 5 066 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 528 ადამიანია.
შეგახსენებთ, რომ ჯამში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 207 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა რვა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან