2020-04-25 10:51:30, 10702 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ19-ის დიაგნოზით ოთხი ახალი პაციენტია მოთავსებული
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ19-ის დიაგნოზით ოთხი ახალი პაციენტია მოთავსებული.
მისივე თქმით, სამი მიეკუთვნება ბოლნისის კლასტერს, ხოლო მეოთხეს ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
„25 პაციენტიდან ჩვენთან გუშინ მოთავსდა 4 პაციენტი, აქედან ორი მოზარდია, ანუ ჯამში 9 მოზარდი გვყავს.
მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ოთხიდან მხოლოდ ერთთან ფიქსირდება პნევმონია.
მათი დაინფიცირების წყაროს რაც შეეხება, სამი არის ბოლნისის წყარო და მეოთხეს ინფიცირების წყარო უცნობია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან