2020-04-24 12:21:43, 12770 ნახვა
ომი უკრაინაში
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სოფელ ღვანკეთიდან, ორი ინფიცირებული პაციენტი გადაჰყავთ
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სოფელ ღვანკეთიდან ორი ინფიცირებული პაციენტი გადაჰყავთ.
მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„კატასტროფიდან ზარი იყო, ორი მოჰყავთ სერველოგიით დადასტურებული სოფელ ღვანკეთიდან. ერთი მამაკაცი ერთი ქალი. გადმოცემით როგორც ვიცი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა თემურ ნადირაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან