17:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-21 12:27:00, 5569 ნახვა

ომი უკრაინაში
რატიანი - პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 91 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც სამის მდგომარეობა კრიტიკულია

თსსუს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 91 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

მისი თქმით, კომპიუტერული ტომოგრაფიით 47 პაციენტთან მწვავე პნევმონია დასტურდება.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 118 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფექციის არის 91 შემთხვევა. 9 პაციენტი გვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში, საიდანაც სამის მდგომარეობა არის მძიმე ანუ კრიტიკული, ზემო დინამიკის რღვევით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, ისინი გადანაწილებული არიან სიმძიმის კატეგორიის მიხედვით რამდენიმე სართულზე. აქედან 47 პაციენტთან დადასტურებულია კომპიუტერული ტომოგრაფიით მწვავე პნევმონია. მკურნალობა არის სიმპტომური სახელმწიფო გაიდლაინის მიხედვით“, - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics