03:50 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-02 13:58:25, 2892 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრი - ვირუსის პიკურ სტადიას შეიძლება ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან

პიკურ სტადიას შეიძლება ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან, იმის მიხედვით თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი, როგორ სახლემწიფოს მხრიდან, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 10 პაციენტიდან ძირითადი კონტაქტები დადგენილია, მათი უმეტესობა არის ან ცნობილი კლასტერიდან, ან საკარანტინო ზონებიდან.

„ის მოლოდინი, რომ ამ ეტაპისთვის დაახლოებით 10 აპრილამდე სიტუაცია იქნებოდა მზარდი, მაგრამ კონტროლირებადი, ჩვენ მივყვებით დადებულ გეგმას და სიტუაცია კონტროლირებადია, ვინაიდან 10 პაციენტიდან ძირითადი კონტაქტები არის დადგენილი და მათი უმეტესობა არის ან ცნობილი კლასტერებიდან, ან საკარანტინო ზონებიდან, რომლებშიც არიან ჩვენი პაციენტები. ეს გვაძლევს საფუძველს, რომ არ ჩავთვალოთ, რომ ეს არის განგაშის ზარების შემოკვრის დრო ქვეყანაში, მაგრამ ეს არ გვაძლევს საფუძველს, რომ არ გავამკაცროთ ღონისძიებები და არ დავსახოთ შემდგომი სტრატეგია გაზრდილი შემთხვევების მართვისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ პიკურ სტადიას შეიძლება ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან, იმის მიხედვით თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი, როგორ სახლემწიფოს მხრიდან, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან აღსრულების ნაწილი. იქნება დამოკიდებული, თუ რა რაოდენობა პაციენტები გვეყოლება აპრილის ბოლოს და მაისში და რამდენ ხანს გაგრძელდება პიკური პერიოდი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics