02:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-29 18:51:20, 26639 ნახვა

ომი უკრაინაში
თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი პაციენტების ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსზე მოსული ყველა ტესტი უარყოფითია.

მისი თქმით, სამი პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და მათ რამდენიმე დღეში განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდებათ.

„დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან ყველა ტესტი უარყოფითი მოვიდა. ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ ხდება არანაირი ცვლილება. 2 პაციენტი კვლავ აგრძელებს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მათთვის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნება ხორციელდება.

დანარჩენი პაციენტები კი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან. სამი მათგანის დგომარეობა  მკვეთრად გაუმჯობესებულია და რამდენიმე დღეში განმეორებით ტესტირებას ველოდებით“, - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics