01:24 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-18 11:16:24, 929 ნახვა

სამხედრო
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მორიგი ტაქტიკური სწავლება გაიმართა

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მორიგი ტაქტიკური სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის ის ასეულები მონაწილეობდნენ, რომლებიც ბაზის შიდა უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებელნი. 
სწავლება რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა. სამხედრო მოსამსახურეები დაშავებულის ევაკუაციის, სწრაფი რეაგირების და საავიაციო ბაზის შიდა უსაფრთხოების სხვა ამოცანების შესრულებაში ვარჯიშობდნენ. სწავლებაში  ამერიკული სამხედრო მანქანებიც იყო ჩართული. ტაქტიკური სწავლებები სამხედრო ბაზის უსაფრთხოების სხვადასხვა სექტორში ერთდროულად განხორციელდა. 
მსგავსი სწავლებები ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მუდივად ტარდება. 51-ე ბატალიონის ხელმძღვანელობის შეფასებით, პირადი შემადგენლობა საბრძოლო მზადყოფნის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს. 
V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი ახალი წლიდან "მტკიცე მხარდაჭერის" ოპერაციაშია ჩართული. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics