13:42 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 11:46:40, 349 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი მართლმადიდებელ ეკლესიას და საზოგადოებას ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მართლმადიდებელ ეკლესიას და საზოგადოებას ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს.

ამის შესახებ პრეზიდენტის განცადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ  ეკლესიას, მთლიანად ქართულ საზოგადოებას გულითადად ვულოცავ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს.

განუზომელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი იმ ფასეულობათა დამკვიდრებასა და შენახვაში, რომლებიც ჩვენი სახელწიფოებრიობის, კულტურის, ტრადიციათა საფუძველს წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, საუკუნის წინ ავტოკეფალიის დაბრუნების მიზანი სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლის საკვანძო მომენტად იქცა და გააერთიანა  ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები, საერო და სასულიერო მოღვაწენი. დიმიტრი ყიფიანმა, ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, ნიკო მარმა, მომავალმა პატრიარქებმა კირიონ II-მ და ამბროსიმ, მრავალმა სხვა მამულიშვილმა უდიდესი ძალისხმევა გასწიეს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღსადგენად.

1917 წლის 25 მარტს ქართული სამღვდელოების საგანგებო კრებაზე მიღებული დოკუმენტი, რომლითაც ავტოკეფალიის გაგრძელება გამოცხადდა, ამ უდიდესი ძალისხმევის სამართლიან დაგვირგვინებად იქცა.

აღსანიშნავია, რომ ეს პროცესის მხოლოდ დასაწყისი იყო. ჩვენი ავტოკეფალიის ცნობა საერთაშორისო დონეზე ოფიციალურად მხოლოდ 1990 წელს, უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის უდიდესი ძალისხმევით მოხერხდა“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics