|
2015-03-24 09:45:29, 324 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიას თბილისის 48-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
შსს-ს აკადემიას თბილისის 48-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, ვიზიტი მოსწავლეებისთვის აკადემიაში დანერგილ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების გაცნობას და სასწავლო ბაზის დათვალიერებას ისახავდა მიზნად. შსს-ს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა მომზადების ფაკულტეტის მთავარმა ინსტრუქტორმა არჩილ ქავთარაძემ სტუმრებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა. მან ყურადღება გაამახვილა უფროსკლასელებისთვის საინტერესო საკითხებზე, კერძოდ, პოლიციაში კადრების მიღების პროცედურებსა და შსს-ს აკადემიაში არსებული სწავლების მეთოდოლოგიაზე. შეხვედრაზე აკადემიის წარმომადგენელმა მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა აკადემიის საბაკალავრო პროგრამის შესახებ, რომელიც წელს პირველად ხორციელდება. შსს-ს აკადემია სტუდენტებს საპოლიციო საქმიანობისთვის აუცილებელ 4 წლიან თანამედროვე სწავლებას, ხოლო სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში - 2 წლიან სწავლებას სთავაზობს. ორივე პროგრამას გამოცდილი და სამართლის სფეროში ცნობილი სპეციალისტები უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით უძღვებიან. სკოლის მოსწავლეებმა მოინახულეს აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები. მსგავსი ღონისძიებები შსს-ს აკადემიაში პერმანენტულად ტარდება და მათი მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი კულტურის ამაღლება და ამ გზით დანაშაულის პრევენცია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)