13:23 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-01 10:55:42, 336 ნახვა

საზოგადოება
შსს–ს აკადემიას სამცხე–ჯავახეთის რეგიონიდან აბიტურიენტები ეწვივნენ

შსს-ს აკადემიას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონების საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ეწვივნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა მოსწავლეების ინიციატივით გაიმართა. ახალგაზრდებს აკადემიის პრორექტორმა ფრიდონ დიასამიძემ უმასპინძლა.

დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები შსს-ს აკადემიაში მიღების წესებს და პროცედურებს გაეცნენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრაზე აკადემიის პრორექტორმა აკადემიაში არსებულ სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ, პოლიციის უწყებებში კადრების მიღების პროცედურებზე ისაუბრა. ასევე მოხდა იმ საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც აკადემიაში წელს პირველად განხორციელდება. შეხვედრის დასასრულს აბიტურიენტებმა აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს.

ახალგაზრდები სასწავლო პროგრამებით დაინტერესდნენ და შსს-ს აკადემიაში სწავლის გაგრძელებისა და პოლიციის სტრუქტურაში დასაქმების სურვილი გამოთქვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics