00:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-07 19:34:11, 575 ნახვა

საზოგადოება
პრემიერმა სოციალურად დაუცველ 2 ათას ბავშვს უმასპინძლა

შობის დღესასწაულზე პრემიერ-მინისტრმა მეუღლესთან ერთად, სოციალურად დაუცველი 2 ათასი ბავშვი „ყინულის დედოფალზე“ მიიწვია.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, წარმოდგენას თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ირაკლი ღარიბაშვილი და ნუნუკა თამაზაშვილი ბავშვებთან ერთად დაესწრნენ.

სპექტაკლის დაწყებამდე  პრემიერმა და მისმა მეუღლე სტუმრებს თბილისის „ივენთ ჰოლში“ უმასპინძლეს და საახალწლო საჩუქრები პირადად გადასცეს.

თოვლის ბაბუა, ნაძვის ხე, ფიფქების სამყარო და ზღაპრის გმირები -სპეციალურად ბავშვებისთვის „ივენთ ჰოლში“ ზღაპრული გარემო შეიქმნა. ბავშვების მხიარულ განწყობაზე ანიმატორებმა და მულტიპლიკაციური ფილმების პერსონაჟებმა იზრუნეს.

პრემიერმა ბავშვებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics