17:49 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-02 10:37:13, 4840 ნახვა

რეგიონი
პუტინი ფაშინიანს - სომხეთში ბევრი პოლიტიკური ძალაა, რომელიც პრორუსულია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი ელოდება, რომ სომხეთში მოქმედი პრორუსული პოლიტიკური ძალები არჩევნებში სრულფასოვნად ჩაერთვებიან.  ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განაცადა.

„ჩვენ ბევრი მეგობარი გვყავს სომხეთში, ძალიან ბევრი. ​​ბევრი სომეხი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. მათი რიცხვი 2 მილიონზე მეტია. ამის სტატისტიკა და მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. სომხეთში ბევრი პოლიტიკური ძალაა, რომელიც პრორუსულია. გულახდილად გეტყვით, ჩვენ გვაქვს დიალოგი, სადაც ყოველთვის გულწრფელად და პირდაპირ ვსაუბრობთ. ძალიან გვსურს, რომ ყველა ამ პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკოსს არჩევნების დროს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა შეეძლოს. ბევრი მათგანი ციხეშია, მიუხედავად იმისა, რომ რუსული პასპორტები აქვთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია, ჩვენ არ ვერევით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გვსურს, რომ მათ შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა შეძლონ" | თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics