12:43 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-31 19:48:36, 665 ნახვა

სამხედრო
ესტონეთის თავდაცვის ატაშეს მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“ გადაეცა

ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ ტეტ კივისონმა საქართველოში მოღვაწეობა დაასრულა. ვიცე-პოლკოვნიკი ტეტ კივისონი გამგზავრებამდე საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დაჯილდოვდა.

თავდაცვის ატაშეს მედალი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ გადასცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოში გამართულ საზეიმო მიღებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვიცე-პოლკოვნიკი ტეტ კივისონი საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics