2015-01-23 18:56:33, 383 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ალექსანდრე ჭიკაიძემ კარგი ნაბიჯი გადადგა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებით კარგი ნაბიჯი გადადგა.
ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს საზოგადოებრივ ცენტრ "ჯაზუში" განუცხადა, სადაც იური ვაზაგაშვილის პანაშვიდზე იმყოფებოდა.
„ალექსანდრე ჭიკაიძემ კარგი ნაბიჯი გააკეთა, რომ გადადგა თანამდებობიდან და მივესალმები“, - განაცხადა ივანიშვილლმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან