2015-06-08 09:25:26, 1040 ნახვა
მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ არჩევნებში უმრავლესობა დაკარგა
თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობა დაკარგა.
ხმების 97%-ის დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიას მხარი 41%-მა დაუჭირა.
არჩევნების შედეგად, მეორე ადგილზე ხმათა 25%-ით "რესპუბლიკური სახალხო პარტია" გავიდა, მესამეზე "ეროვნული მოძრაობის პარტიამ" 16.5%-ით, ხოლო ქურთების პარტიამ 10%-იანი ბარიერი გადალახა, შესაბამისად, იგი პირველად ისტორიაში პარლამენტში შევა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან