2018-03-12 18:13:06, 3293 ნახვა
კულტურა
ნანი ბრეგვაძემ მოსკოვში საიუბილეო კონცერტი შესაძლოა, აღარ გამართოს
მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ მოსკოვში, 28 მარტს დაგეგმილი საიუბილეო კონცერტი შესაძლოა აღარ გამართოს, - ამის შესახებ ბრეგვაძის შვილმა ეკა მამალაძემ თელეკომპანია "იბერიასთან" საუბარში განაცხადა.
როგორც მამალაძემ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
კითხვაზე - უკავშირდება თუ არა კონცერტის გადადება ოკუპირებულ ცხინვალის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას, მამალაძემ ასე უპასუხა:
"ჯერჯერობით თავს ვიკავებთ, ჩვენც ვფიქრობთ, არ ვიცით რა ვქნათ", - დასძინა მამალაძემ.
ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაციას, რომ ნანი ბრეგვაძე ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მოსკოვში კონცერტს გამართავს.
ავტორი: ,