2015-05-15 10:50:08, 825 ნახვა
მსოფლიო
ბი ბი კინგი გარდაიცვალა
ბლუზის ლეგენდა ბი ბი კინგი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ მუსიკოსის ადვოკატმა ბრენტ ბრაისონმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბი ბი კინგი ლას–ვეგასში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ბი ბი კინგი ბლუზის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი შემსრულებელი და 15 გრემის მფლობელია.
2011 წელს ამერიკულმა გამოცემამ Rolling Stone–მა მუსიკოსი ყველა დროის საუკეთესო გიტარესტებს შორის მე–6 ადგილას დაასახელა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან