2015-05-12 12:05:28, 964 ნახვა
მსოფლიო
ნეპალში მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ნეპალში მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები აღმოსავლეთ ნეპალში, ქალაქ ნამჩე ბაზართან დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 7,4 მაგნიტუდას მიაღწია.
მიწისძვრის ეპიცენტრი ევერესტთან ახლოს იყო. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ინდოეთის დედაქალაქ დელიშიც.
შეგახსენებ, ნეპალში 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 25 აპრილს მოხდა, რასაც 8 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 18 000-მდე ადამიანი კი დაშავდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან