12:21 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 14:35:41, 381 ნახვა

საზოგადოება
გაყალბებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოცხადებული ამნისტიით 10 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურებსა და იუსტიციის სახლებს  გაყალბებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოცხადებული ამნისტიით სარგებლობის მოთხოვნით  10 000-ზე მეტმა  მოქალაქემ მიმართა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს.

დოკუმენტებთან დაკავშირებით,  ამნისტიის კანონი 2013 წლის 25 დეკემბრიდან ამოქმედდა და გასული წლის 31 დეკემბერს დასრულდა. ინიციატივა  იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნოდა.

„ამნისტიის მოქმედების ვადაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურებსა და იუსტიციის სახლებს  ამნისტიით სარგებლობის მოთხოვნით 10 148  მოქალაქემ მიმართა.

ამნისტია გავრცერლდა  იმ პირებზე, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო გააყალბეს პირდობის მოწმობა, პასპორტი (მათ შორის, საბჭოთა), სხვა სამგზავრო დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, დევნილის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა. ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამნისტია გავრცელდა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც ყალბი დოკუმენტი ან დოკუმენტში არსებული მონაცემი გამოიყენა კანონისამოქმედებამდე და იმ პირებზე, რომელთაც გააყალბეს პირადი მონაცემები 2009 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე, იმ პირებზე, რომლებმაც გაყალბებული დოკუმენტებითან მისი მონაცემებით ისარგებლეს“, - ნათქვამია სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics