2015-03-09 09:47:05, 818 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისიის ხელმძღვანელი ევროპული არმიის შექმნის ინიციატივით გამოდის
ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან კლოდ იუნკერი ევროპული არმიის შექმნის ინიციატივით გამოდის.
როგორც იუნკერმა გერმანულ გამოცემა „ველტ ამ სონტაგთან“ ინტერვიუში განაცხადა, ასეთი არმია საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებას ეუწყობს ხელს.
მისივე შეფასებით, საერთო ევროპული არმიით, ევროკავშირი იმ საფრთხეებზე რეაგირებას შეძლებს, რომლებიც წევრ ქვეყნებსა და მეზობელ სახელმწიფოებს დაემუქრება.
"ველტ ამ სონტაგ"-ის ცნობით, იუნკერის ინიციატივას ბუნდესტაგში მხარდაჭერა აქვს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან