2015-03-04 11:18:58, 972 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა დონბასში მე-17 ჰუმანიტარული დახმარების კოლონა შეიყვანა
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კოლონამ, რომელმაც დონბასისი მოსახლეობას პირველადი დახმარების ნივთები და საკვები უნდა მიაწოდოს, საბაჟოზე რეგისტრაცია უკვე გაიარა და უკრაინის საზღვრები გადაკვეთა.
საგანგებო და კრიზისული სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ოლეგ ვორონოვის განცხადებით, 160 მანქანას 1,8 ტონაზე მეტი ტვირთი მიაქვთ.
მისივე თქმით ტვირთის 90%-ს საკვებ პროდუქტებს შეადგენს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან