2026-02-23 10:49:58, 1618 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში საწარმოში ახალგაზრდა კაცს მინა დაეცა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
გამოცემა „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში, ერთ-ერთ საწარმოში მომხდარი შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.
ჩვენი ინფორმაციით, სამუშაოების შესრულების დროს მას თავში მინა დაეცა. მიღებული დაზიანებების შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან იყო. ფაქტზე გამოძიება სსკ 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,