00:31 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-14 11:59:33, 829 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ტექნოლოგიური ღონისძიება Touch Summit 2025 გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ინოვაციების, სტარტაპ ეკოსისტემისა და ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ბანკის პარტნიორობით, 5–6 დეკემბერს რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება - Touch Summit 2025 გაიმართება.

ღონისძიების მიზანია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ახალი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ადგილობრივი პროფესიონალებისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა.  ის სტარტაპერებს, ინოვატორებს, დიზაინერებსა და ლიდერებს აერთიანებს, რომლებიც კავკასიის რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ ქმნიან ცვლილებებს.

Touch Summit საქართველოში მერვედ ტარდება. წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა: SPARKLE THE CHANGE და მის ფარგლებში დაგეგმილია Keynote სესიები, პანელური დისკუსიები, ვორქშოფები, სტარტაპ ექსპო, Pitch Competition, ნეთვორქინგ სესიები და სხვა.

ღონისძიებას 1000-ზე მეტი დელეგატი და 10 ქვეყნიდან 60-ზე მეტი სპიკერი  დაესწრება. სპიკერებს შორის არიან წამყვანი სპეციალისტები, ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა: META, NVIDIA, Google MENA, Miro & Pygma, Future & Innovation,Taikonauten, The Point Labs, LePub და სხვა.

Touch Summit-ის ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალურ ვებგვერდზე.

ინფორმაციისთვის, სამიტზე დასასწრები ბილეთის საქართველოს ბანკის PLUS ბარათით შეძენისას 15%-იან, ხოლო SOLO ბარათით 20%- იან ქეშბექს მიიღებთ.

ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics