18:44 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-06 13:40:41, 1119 ნახვა

ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტი ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ კონცერტში მომღერლებს ₾57 660 გადაუხდის

გურჯაანის მუნიციპალიტეტი ღვინის ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონცერტში მომღერლებს 57 660 ლარს გადაუხდის.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, 11 ოქტომბერს დაგეგმილ "გურჯაანის ღვინის ფესტივალის" ფარგლებში კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ,,ქართული ხმები", ,,უნისონი (კვარტეტი)“, ,,თეატრალურის კვარტეტი “, თბილისური კვარტეტი", დავით სირბილაძე, დავით არჩვაძე, გიგი ჭიპაშვილი და არჩილ ნიჟარაძე.

"2025 წლის 11 ოქტომბერს გურჯაანში გაიმართება „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“, რომლის ფარგბელშიც დაგეგმილია საქართველოში მოქმედი ცნობილი მუსიკალური ჯგუფებისა და შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტის ორგანიზება.

გიზიარებთ შერჩეულ შემსრულებლებს, რომლებიც არიან საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (IPOA) კოლექტიური მართვის ორგანიზაციის წევრები: ქართული ხმები, უნისონი კვარტეტი, თეატრალურის კვარტეტი, თბილისური კვარტეტი, დავით სირბილაძე, დავით არჩვაძე, გიგი ჭიპაშვილი, არჩილ ნიჟარაძე.

შემსრულებლებთან შეთანხმებული ანაზღაურების შესაბამისად, მომსახურების ღირებულება შეადგენს შემდეგს:

  1. ქართული ხმები – 22 480 ლარი;
  2. უნისონი (კვარტეტი) – 5 000 ლარი;
  3. თეატრალურის კვარტეტი – 8 940 ლარი;
  4. თბილისური კვარტეტი – 6 000 ლარი;
  5. დავით სირბილაძე – 3 000 ლარი;
  6. დავით არჩვაძე – 3 000 ლარი;
  7. გიგი ჭიპაშვილი – 6 240 ლარი;
  8. არჩილ ნიჟარაძე – 3 000 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დაავალოთ მერიის შესაბამის სამსახურებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება და შემსრულებლებთან მომსახურების შეძენა განხორციელდეს ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე, ჯამური ღირებულებით 57 660 ლარი", - აღნიშნულია სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

გურჯაანის ადგილობრივი მთავრობა სააგენტოსგან გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვას ითხოვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics