20:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-09 14:30:15, 1248 ნახვა

ეკონომიკა
ლიბერთის ციფრული ბანკის საერთაშორისო აღიარება - შვიდი პრესტიჟული ჯილდო Global Finance-სგან

ლიბერთის ციფრულმა ბანკმა პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა – ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-მა 2025 წლის World's Best Digital Bank Awards-ის ფარგლებში ბანკს შვიდი პრესტიჟული ჯილდო მიანიჭა.

ლიბერთიმ გამარჯვება მოიპოვა შემდეგ ნომინაციებში:

საუკეთესო ონლაინ სამომხმარებლო გამოცდილების (UX) პორტალი საქართველოში
საუკეთესო ონლაინ სამომხმარებლო გამოცდილების (UX) პორტალი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
საუკეთესო ციფრული სახაზინო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები საქართველოში
საუკეთესო ციფრული სახაზინო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო საბანკო პლატფორმა საქართველოში
საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი და სერვისები საქართველოში
საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი და სერვისები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
„ჩვენთვის უდიდესი პატივია Global Finance-ის მიერ მიღებული ასეთი მნიშვნელოვანი აღიარება. წელს პირველად წარვადგინეთ ჩვენი ციფრული სერვისები და პირველივე მონაწილეობისას მოვიპოვეთ შვიდი ჯილდო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლიბერთის მობაილ ბანკი მთლიანად ჩვენი შიდა ციფრული გუნდის მიერ არის შექმნილი – ეს გამარჯვება მათი ყოველდღიური შრომისა და პროფესიონალიზმის შედეგია და ამასთან ერთად, მომხმარებლების ნდობისა და მხარდაჭერის პირდაპირი დადასტურებაა.

საერთაშორისო წარმატება კიდევ უფრო გვამხნევებს, რომ გავაგრძელოთ ბანკის უნივერსალიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი და შევქმნათ ისეთი საბანკო გამოცდილება, რომელიც მაქსიმალურად პასუხობს როგორც კორპორატიული, ასევე საცალო მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს" – განაცხადა ლიბერთის ციფრული ბანკინგის მიმართულების ხელმძღვანელმა ელენე ჩუბინიძემ.

Global Finance 1987 წელს დაარსდა და დღეს 160 ქვეყანაში ოპერირებს. გამოცემას 193 ქვეყანაში 50,000-ზე მეტი მკითხველი ჰყავს და ფინანსურ სამყაროში სანდოობისა და ხარისხის სტანდარტად არის აღიარებული. ყოველწლიურად Global Finance გამოარჩევს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს და მათ გამორჩეული შედეგებისთვის აჯილდოებს.

ლიბერთის ციფრული ბანკის მიერ Global Finance-ის პრესტიჟული ჯილდოების მოპოვება ისტორიული აღიარებაა, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს ბანკის მიზანს – შექმნას ციფრული ბანკინგის ახალი სტანდარტი საქართველოში და უზრუნველყოს მომხმარებლისთვის საუკეთესო ფინანსური გამოცდილება ნებისმიერ არხში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics