13:08 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 17:21:54, 541 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Change Inspire-ის მე-6 კონფერენცია გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც AI ინოვაციების მხარდამჭერი და ტექნოლოგიური განვითარებების ქომაგი, წელს Change Inspire-ის მთავარი, „Game Changer” პარტნიორია. Change Inspire  საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექ ღონისძიებაა, რომელიც 2018 წლიდან იმართება. წელს იგი მეექვსედ უმასპინძლებს სტუმრებს და სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიურ ლიდერებსა თუ ინჟინრებს ხელოვნურ ინტელექტზე სასაუბროდ გააერთიანებს.

ღონისძიება 4 ივლისს Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართება თემით — „AI ჩემპიონთა ლიგა“. იგი ხელოვნური ინტელექტის რეალურ გამოყენებას შეეხება და სპიკერებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი გამოცდილება, მიღწევები და სტრატეგიები ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა ანალიზის, კიბერუსაფრთხოების და IT ინფრასტრუქტურის მიმართულებებით მასშტაბურ აუდიტორიას გაუზიარონ.

საქართველოს ბანკი, როგორც AI ინოვაციების გავრცელებაზე ორიენტირებული ინსტიტუტი და ტექნოლოგიური ეკოსისტემის აქტიური მხარდამჭერი, კონფერენციაზე რვა სპიკერით წარდგება.

საერთო ჯამში, ღონისძიება 40-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ სპიკერს გააერთიანებს, ხოლო მონაწილეთა რიცხვი 600-ს გადააჭარბებს. კონფერენციის მრავალფეროვანი პროგრამა პროფესიონალებს საშუალებას მისცემს, მათთვის საინტერესო სესია აირჩიონ და სფეროს ლიდერებისგან პრაქტიკული ცოდნა მიიღონ .

კონფერენცია გამოცდილების გასაზიარებლად, დარგის საუკეთესო პრაქტიკების გასაცნობად და ხელოვნური ინტელექტის კულისებს მიღმა პროცესებში ჩასახედად გამორჩეულ სივრცეს ქმნის.

შემოუერთდით „AI ჩემპიონთა ლიგას“ და გახდით ტექნოლოგიური მომავლის ნაწილი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics