18:06 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-29 15:55:57, 810 ნახვა

ეკონომიკა
სელფი მობაილის კორპორატიული მომსახურების ახალი ოფისი გაიხსნა

ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, სელფი მობაილმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, თბილისში კორპორატიული მომსახურების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის მისამართია ვაჟა-ფშაველას გამზირი 70, სითი თაუერი.

სელფი მობაილის კორპორატიული მომსახურება მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის აუციელბელი სერვისების სრულ სპექტრს, რომელიც ითვალისწინებს კლიენტის საქმიანობის სფეროსაც და ესადაგება მათ საჭიროებებს. ტელეკომ მომსახურებასთან ერთად, სელფი მობაილი კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს ინოვაციურ ბიზნეს გადაწყვეტებს და სპეციალურ პირობებს ბიზნესის წარმოებისთვის აუცილებელ სხვადასხვა მომსახურებაზე,  პარტნიორების ფართო ქსელის არსებობის დამსახურებით.

„სელფი მობაილის კორპორატიული კლიენტების მომსახურებას გამოარჩევს მომხმარებელზე ინდივიდუალური ზრუნვა და სერვისების ფართო სპექტრი, რომელიც კავშირგაბმულობის გარდა მოიცავს მათი საქმიანობისთვის აუცილებელ გადაწყვეტებს. როგორც ევროპაში წამყვანი ტელეკომ ოპერატორის, Vodafone-ის პარტნიორს საქართველოში, სელფი მობაილს  შესაძლებლობა აქვს მის კლიენტებს გაუზიაროს ევროპაში აპრობირებული საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკა და შეთავაზოს Vodafone-ის პროდუქტები. მოხარული ვარ, რომ ამიერიდან ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მომსახურებას ახალ სივრცეში, რომელიც სრულადაა მორგებული მათთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე.“- აცხადებს ხათუნა კოხრეიძე, სელფი მობაილის კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

დამატებითი ინფორმაცია სელფი მობაილის კორპორატიული მომსახურების შესახებ იხილეთ: https://cellfie.ge/ka/b2b/mobile





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics