|
2025-01-11 11:03:25, 677 ნახვა
ეკონომიკა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის - “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობითაა წარმოდგენილი. ბოლო კვირაში სამივე კომპანიის აქციების ფასმა მცირედით იკლო. “საქართველოს ბანკის ჯგუფის” (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 3.23%-ით შემცირდა, ერთი აქცია ახლა 45 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.2 მილიარდ სტერლინგს აღწევს. “თიბისი ბანკის ჯგუფის” (TBC Bank Group PLC) აქციები 2.73%-ით შემცირდა, და ამჟამად თითო აქცია 30.25 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.7 მილიარდ სტერლინგს შეადგენს. “საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები 7.73%-ით დაეცა, და ერთი აქციის ფასი 11.46 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 534.1 მილიონი გირვანქა სტერლინგია. მიუხედავად ფასების კლების, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო 6 თვეში ზოგიერთ კომპანიაში მოიმატა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)