15:11 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-02 11:11:16, 558 ნახვა

ეკონომიკა
სიგარეტი გაძვირდა

2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე დაწესებული აქციზი (გადასახადი) ძვირდება. კანონპროექტი „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული სახით მიიღო, დოკუმენტს ხელი კი მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი.

დოკუმენტი პარლამენტმა დეკემბრის დასაწყისში დაჩქარებული წესით მიიღო. საბოლოო, მესამე მოსმენით კენჭისყრა 13 დეკემბერს ჩატარდა.

კანონპროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პაატა კვიჟინაძემ, ირაკლი კირცხალიამ, ირაკლი ზარქუამ, რამინა ბერაძემ და ირაკლი ხელაძემ წარადგინეს. აქციზის გაზრდის მოტივი ეკონომიკური ზრდითა და მასზე მოთხოვნის შემცირების მოტივაციით ახსნეს.

აქციზის ფასი იზრდება:

  • სიგარებზე - 1,9 ლარიდან 2,1 ლარამდე;
  • წვრილ სიგარებზე (20 ღერი) - 2,2 ლარიდან 2,4 ლარამდე;
  • სიგარეტებზე (20 ღერი) - 1,7 ლარიდან
  • თამბაქოს ან აღდგენილი თამბაქოს შემცველობით ნაწარმზე (20 ღერი) - 1,7 ლარიდან 1,85 ლარამდე;
  • ნიკოტიკის შემცველ ნაწარმზე (1 მლ) - 1 ლარიდან 1,2 ლარამდე.

თამბაქოს ნაწარმზე ფასი „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ რეგულირდება. მისი შეცვლა პარლამენტს ხმათა უმრავლესობით შეუძლია. დღევანდელ პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნება“ შევიდა, ოთხმა პარტიამ კი შედეგებს გაყალბებული უწოდა და უარი თქვა შესვლაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics