2024-08-05 09:20:47, 495 ნახვა
სპორტი
ლაშა გურულმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა (63.5 კგ) პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს მოკრივეთა ნაკრების ლიდერი ნახევარფინალში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტ კუბელ ერისლანდი ალვარეს შეხვდა და დამარცხდა, თუმცა ნახევარფინალში გასვლით გურულს უკვე ბრინჯაოს მედალი უკვე მოპოვებული ჰქონდა.
დაჯილდოების ცერემონია 7 აგვისტოს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ სიდნეის ოლიმპიური თამაშების (2000) შემდეგ საქართველოდან მხოლოდ ლაშა გურულმა შეძლო კრივში ოლიმპიური მედლის მოპოვება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,