12:43 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 18:31:56, 432 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ინგუშეთის მთავრობასთან გზისა და რკინიგზის მშენებლობის საკითხის განხილვას უარყოფს

„არანაირი კონტაქტი ინგუშეთის მთავრობასთან, გზისა და რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით არ ყოფილა და ვერც იქნება“,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვარკეთილის საკონტეინერო ტერმინალში  ჩინეთიდან პირველი სარკინიგზო მატარებლის შემოსვლის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი  შეუძლებელია, რადგან  ინგუშეთთან მიმართებაში პოლიტიკურ ველზე, პროგრესი არ არის.  
„არანაირი კონტაქტი ამ კუთხით არ ყოფილა და ვერც იქნება იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურ ველზე, სამწუხაროდ, პროგრესი არ გვაქვს. უფრო მეტიც - არსებულ კონტექსტში რაიმე დამატებითი გზის მშენებლობის განხილვა არის აბსოლუტურად მიზანშეუწონელი. ეს არის ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარე პროცესი, არ ვიცი, ინგუშეთში თუ სხვა ადგილებში. ეს არ არის ორმხრივი, ეს არის ცალმხრივი მოძრაობა, რომელსაც, ხაზგასმით ვამბობ, ჩვენ არ შევერთებივართ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, ინგუშეთის მთავრობამ საქართველოსა და ინგუშეთს შორის  გზისა და რკინიგზის მშენებლობის საკითხი განიხილა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics