12:15 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 14:28:30, 273 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა

ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, უნგრეთის მთავრობის მეთაური ქართველ კოლეგას მარშით და საპატიო ყარაულის თანხლებით დახვდა.

დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე საქართველოსა და უნგრეთის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.

პირისპირ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის ძირითადი საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის და ნატო-ში გაწევრიანების თემებს. აღინიშნა ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მყარად დგას ევროინტეგრაციის გზაზე და განაგრძობს ნატო-ს მიმართულებით სვლას, რაც არის ქართველი ხალხის არჩევანი. მანვე მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებული “არსებითი პაკეტის” განხორციელების პროცესში უნგრული მხარის ჩართულობისათვის.

გარდა ამისა, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთში მთავრობის დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის  მთავრობის წარმომადგენლებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს თავმჯდომარეს შეხვდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics