11:07 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 13:39:44, 326 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე პროკურატურისა და შსს–ს მიმართულებით, რეფორმების დასკვნითი ეტაპი გვექნება

„დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე პროკურატურისა და შსს–ს მიმართულებით, რეფორმების დასკვნითი ეტაპი გვექნება“, –ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა „რედისონში“ განაცხადა, სადაც პროკურატურისა და შსს–ს რეფორმის საკითხებზე კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მე–11 საზოგადოებრივ ფორმუმს ატარებს.

უსუფაშვილის თქმით, იმისათვის, რომ პროკურატურა დამოუკიდებელი იყოს და მხოლოდ კანონს ემსახურებოდეს, ასევე, შსს გასამხედროებული ორგანიზაცია აღარ იყოს, გადამწყვეტი რეფორმების განხორციელებაა საჭირო.

„მნიშვნელოვან თემებზე საინტერესო ღონისძიება ტარდება. რეფორმა პროკურატურასა და შსს–ში, რომელიც გრძელდება და რომლის დასკვნით ეტაპის თაობაზეც სულ მცირე ხნის წინ პრემიერის მიერ გამოცხადდა, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დიდი ხანია მსჯელობაა.  სასიამოვნოა, რომ ამ თემას არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების  მხრიდან  დიდი მხარდაჭერა აქვს. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე,  პროკურატურის, შსს–ს მიმართულებით რეფორმების დასკვნითი ეტაპი გვექნება. რეფორმები ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო. ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა, მაგრამ იმისათვის, რომ პროცესი შეუქცევადი იყოს, პროკურატურა დამოუკიდებელი და ემსახურებოდეს მხოლოდ კანონს, შსს აღარ იყოს გასამხედროებული ორგანიზაცია, აღარ იყოს პოლიციის სამინისტრო, იყოს სამოქალაქო დაწესებულება, რომელიც ბევრ შინაგან საქმეთა საქმეებს აგვარებს, მათ შორის პოლიციასაც პატრონობს, ამისთვის გადამწყვეტი რეფორმების გატარებაა საჭირო. რაც იმ სიახლემდე მიგვიყვანს, როდესაც ქვეყნის, ერის, საზოგადოების საფუძველი იქნება განათლებული, თავისუფალი მოქალაქე და პოლიციელები განათლებული და თავისუფლების მოყვარე ადამიანები იქნებიან, რომელთა მიზანი ადამიანის, თავისუფლებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვაა“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics