18:38 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 10:31:50, 334 ნახვა

პოლიტიკა
ვერშბოუ: გვსურს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით ახალ ეტაპზე გადავიდეთ

„გვსურს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით ახალ ეტაპზე და საფეხურზე გადავიდეთ“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუმ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ვერშბოუს შეფასებით, ნატო თავის დანაპირებს ასრულებს და ამის დემონსტრირება იქნება ის, რომ საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ბაზა გაიხსნება.

"როგორც ვიცი, რამდენიმე ადგილია შერჩეული. დაზუსტებული ინფორმაცია საქართველოში ჩემი ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი. ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც ადგილს შევარჩევთ, შევძლებთ მის ამოქმედებას 2015 წლის დასასრულამდე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის დემონსტრირება საქართველოს მიმართ ნატო-ს დამოკიდებულების. ასევე აღიარება მაღალი ხარისხის, მაღალი დონე საქართველოს შეიარაღებული ძალების, რაც მათ არაერთხელ აჩვენეს ჩვენს ოპერაციებში, მაგალითად ავღანეთში. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით ახალ ეტაპზე და საფეხურზე გადავიდეთ. ასევე გვინდა, რომ სხვა ქვეყნებმაც მიიღონ სარგებელი იმ გამოცდილებიდან, რაც საქართველოს უკვე აქვს, ნატო-ს პარტნიორმა ქვეყნებმა, ისინიც გამოიყენებენ ცენტრს. ასე რომ, ეს არის სიმბოლურიც, პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელიც და აქვს პრაქტიკული დატვირთვაც. ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ როგორც დემონსტრირებას იმის, რომ ნატო დანაპირებს ასრულებს, რომ 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილება ისევ ძალაშია და როდესაც ვამბობთ, რომ ვერც ერთი მესამე მხარე ვერ იქონიებს გავლენას იმაზე, უნდა გახსნას თუ არა ნატო-მ ცენტრი პარტნიორ ქვეყანაში, ნატო ასრულებს იმას, რასაც ამბობს და ამას ვაჩვენებთ კიდევ ერთხელ, როდესაც გავხსნით საწვრთნელ ცენტრს", - განაცხადა ალექსანდ ვერშბოუმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics