20:24 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 16:52:08, 3180 ნახვა

კულტურა
ფესტივალის „ელექტრონავტები" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპ-კულტურის ფესტივალის, „ელექტრონავტების" გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია.

წელს, მთავარი ჯილდოს, "ელექტრონავტი 2015"-ის მფლობელი BERIKA გახდა. სპეციალურად ამ ნომინაციისთვის დაწესებული პრიზი, საგზური Berlin Atonal-ის ფესტივალზე გამარჯვებულს თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორმა, ნინო ეგაძემ გადასცა. „წლის ელექტრონავტი" ორგანიზატორებისგან  მხატვარ გიორგი მაღრაძის მიერ დამზადებული ფიგურითაც დაჯილდოვდა.

მთავარი ნომინაციის გარდა, გამარჯვებულები კიდევ 9 კატეგორიაში გამოვლინდნენ: საუკეთესო ფესტივალი -4GB; საუკეთესო მუსიკალური ვიდეო - TETE NOISE-GADI GADI; საუკეთესო ლეიბლი - VODKAST; საუკეთესო VJ –JARA; საუკეთესო DJ – ZITTO; საუკეთესო ლაივ აქტი- OIMACTTA; საუკეთესო ალბომი - 3SULI-DESNA; საუკეთესო ტრეკი - TOKE –UNIVERSE 7; ახალი სახე - MINDSTREAMING.

ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპ-კულტურის ყოველწლიური  ფესტივალი, „ელექტრონავტი" 2008 წელს დაარსდა და მის მიზანს ნიჭიერი, ახალგაზრდა ქართველი არტისტების გამოვლენა წარმოადგენს სხვადასხვა ნომინაციაში. გამარჯვებულები პრიზებს იმ კონტენტისთვის იღებენ, რომლებსაც  ბოლო ერთი წლის  განმავლობაში ქმნიან. 2010 წლიდან მონაწილეებს საერთაშორისო ჟიურის წევრები აფასებენ.

წელს კონკურსში 30 ნომინანტი იყო წარდგენილი, საიდანაც 10 საუკეთესო შეირჩა. წლის მთავარ ნომინაციაში („ელექტრონავტი 2015") გამარჯვებულის შერჩევის პროცესში  მსმენელიც იყო ჩართული,  ხმის მიცემა ყველა მსურველს  ვებ-გვერდზე www.electronauts.ge შეეძლო. 

ფესტივალი წელს „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics